geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამაგისტრო პროგრამის ,,დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ კურსდამამთავრებელთა სამაგისტრო ნაშრომის დაცვის დამატებითი ვადისა და კომისიის დამტკიცების შესახებ

 

 

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის  ბრძანება

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის ,,დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამამთავრებელთა სამაგისტრო ნაშრომის დაცვის დამატებითი ვადისა და კომისიის დამტკიცების შესახებ

სამაგისტრო პროგრამის ,,დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ ხელმძღვანელის, პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძის 2026 წლის  27 ივლისის 12831/10-02  განცხადების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. სამაგისტრო პროგრამაზე - ,,დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ , დაინიშნოს  მაგისტრანტ ანი ცაცუას ნაშრომის დაცვის დამატებითი თარიღი;

 

2. ნაშრომის დაცვის თარიღად განისაზღვროს 14 აგვისტო 10 საათი;

 

2. ნაშრომები პლაგიატზე შესამოწმებლად აიტვირთოს 13 აგვისტოს 10:00 საათამდე;

 

3. სამაგისტრო პროგრამაზე - ,,დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ დამტკიცდეს  დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ვაჟა ლორთქიფანიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ანზორ სახვაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;

გიორგი გოგსაძე - პროფესორი;

გია მელაძე - პროფესორი, მოწვეული პედაგოგი;

გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი;

 

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

 

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.